ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

  • 15 მარტი 10:42

40 ადამიანი დაიღუპა და 20 მძიმედ დაშავდა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ–მინისტრმა ჯესინდა არდერნმა განაცხადა.


მანამდე ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარის სროლის ინციდენტზე პრემიერ–მინისრმა თქვა, რომ ეს იყო „ყველაზე შავი დღე“ ახალი ზელანდიის ისტორიაში.


ტელეკომპანია ABC–ს ცნობით, თავდასხმა ორ მეჩეთზე განხორციელდა.


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულია 4 თავდამსხმელი, რომელთაგან ერთი ქალია, ხოლო 3 კაცი. ავსტრალიის პრემიერ–მინისტრმა სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ერთ–ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა.


მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.