ხელოვნების ექსპერტების ვარაუდით, „შიშველი მონა ლიზა“ თვითონ და ვინჩიმ დახატ

  • imedinews.ge
  • 15 მარტი 09:30

ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში შესრულებული „მონა ვანა”, რომელსაც ასევე უწოდებენ „შიშველ მონა ლიზას”, ცნობილი იყო, რომ ის მხატვრის მოწაფეების მიერ შესრულებული ნამუშევარი იყო, თუმცა დღეს ექსპერტები ამბობენ, რომ ნახატი შესაძლოა თავად და ვინჩის ეკუთვნოდეს.

ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. 


Condé Museum-ის კურატორის, მეთიუ დელდიქის თქმით, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ნახატის მნიშვნელოვანი ნაწილი მარცხენა ხელით არის შესრულებული, რაც განამტკიცებს ზემოთხსენებულ მოსაზრებას. 


„დიდი ალბათობით, სწორედ ლეონარდომ დახატა ნამუშევრის ძირითადი ნაწილი. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ძალიან ხარისხიანად, განსაკუთრებული ხელოვანის შესრულებულია”,- ამბობს ხელოვნების ექსპერტი.


თეორიის დასამტკიცებლად მკვლევარებმა მუშაობა დაიწყეს. მათ ასევე სურთ დაადგინონ, თუ კონკრეტულად ვინ იყო „მონა ვანას“ ინსპირაციის წყარო ან არის თუ არა ეს ტილო თავად მონა ლიზას „შავი ნაშრომი“.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge