გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე

  • 14 მარტი 22:01

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ცრუ ამბების დიდი სიაა, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. 

,,გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას თხოულობს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge, ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე. ფეიკების დიდი სიაა, ვფიქრობ ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც...", - წერს გიორგი ვოლსკი.