მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო დასახელდა

  • imedinews.ge
  • 14 მარტი 18:31

პარფიუმერიის ბრენდმა Nabeel-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო წარადგინა. ამის შესახებ Gulf News-ი წერს.

არომატი სახელად Shumukh, რაც არაბულად ნიშნავს „საუკეთესოს ღირსი“,  4 572 მილიონი დირჰამი (1,3 მილიონი დოლარი) ღირს. კომპანიის ხელმძღვანელის ასგარადამ ალის თქმით, Shumukh-ი the spirit of Dubai-ის პარფიუმერიის სერიაში შედის. 


ფლაკონში სამი ლიტრი სუნამო ეტევა. შუშა სპეციალური იტალიური ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელსაც აქვს ბრილიანტები და მარგალიტები. სუნამოს შექმნას 3 წელი დასჭირდა და მას დუბაიში Fashion Avenue-ს გამოფენაზე წარადგენენ. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge