როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

  • trend.ge
  • 14 მარტი 17:19

1. ყოველთვის გაამხნევეთ საკუთარი თავი

ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ საყვედურობთ საკუთარ თავს, იზრუნეთ საკუთარ თავზე და დააყენეთ საკუთარი სურვილები პირველ ადგილზე. გაიღიმეთ და ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ კარგი ადამიანი ხართ, კარგი შვილი, დედა, მეუღლე და მეგობრები.


2. აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები


 ყველამ ვიცით, როგორია - იყო ცუდ განწყობაზე. დაიწყეთ აღნიშვნა, როდის და რატომ გიფუჭდებათ განწყობა, რა იწვევს სევდას. ეს დაგეხმარებათ დააფიქსიროთ სიტუაცია და ისარგებლოთ მიღებული გამოცდილებით: თუ ადრე უკვე განიცადეთ ეს ემოციები, ესე იგი იცით, როგორ გაუმკლავდეთ.


3. დაასახელეთ მიზეზი


გამოთქვით ის ხმამაღლა. როგორც კი გაიაზრებთ მიზეზს, თქვენ შეძლებთ საკუთარი გრძნობების გაკონტროლებას. მერე გაანალიზეთ, როგორ მიხვედით ამ ემოციამდე, რამ გამოიწვია ცუდი განწყობა.


4. კონცენტრირება მოახდინეთ მიღწევებზე


ყველაზე საუკეთესო საშუალებაა აიმაღლოთ განწყობა - იფიქროთ საკუთარი წარმატებების შესახებ. როცა ცუდ განწყობაზე ხართ, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. მაშინვე კარგად იგრძნობთ თავს. კარგად მღერით? - მაშინ იმღერეთ. კარგად აცხობთ ნამცხვარს? - გამოაცხეთ. საკუთარ სტიქიაში თქვენ ვერ შეძლებთ ცუდ განწყობაზე ყოფნას.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge