დიახ, ორსულად ვარ - ლედი გაგა

  • primenewsgeorgia.ge
  • 14 მარტი 15:02

მარტის დასაწყისში დასავლური მედია წერდა, რომ მომღერალი ლედი გაგა მსახიობ ბრედლი კუპერისგან ორსულადაა.

ორსულობის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მომღერალმა ოსკარის after-party-ზე სპირტიან სასმელებზე უარი თქვა. მანამდე კი ნიშნობა ჩაშალა კრისტიან კარინოსთან, რომელზეც გათხოვებას აპირებდა. მედია აღნიშნავს, რომ მათი დაშორების მიზეზი ლედი გაგას ორსულობა გახდა.


თავდაპირველად ლდი გაგა ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა ინფორმაციამ მისი ორსულობის შესახებ მედია იმდენად მოიცვა, რომ გადაწყვიტა ეპასუხა და Twitter-ის გვერდზე შემდეგი ჩანაწერი დატოვა:  „ამბობენ, რომ ორსულად ვარ. დიახ, ორსულად ვარ!  მეექვსე ალბომით“.


ორი ვარსკვლავის შესაძლო რომანის შესახებ მსოფლიო მედია უფრო მეტად გააქტიურდა ოსკარის ცერემონიაზე მათი გულისამაჩუყებელი გამოსვლის შემდეგ როდესაც ფილმიდან „ვარსკვლავი დაიბადა“ სიმღერა Shallow შეასრულეს.

სრული ვერსიის ნახვა primenewsgeorgia.ge