"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" ნაწილობრივ გასწორდა - ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება

  • რეზონანსი
  • 14 მარტი 11:01

გუშინ "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მუშაობაში შეფერხებები მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში შეეხო.

ანალოგიური ვითარება იყო "მესინჯერსა" და WhatsApp-თან დაკავშირებით.  ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, რომელიც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ამ ეტაპზე დეფექტები ნაწილობრივ აღმოფხვრილია. საუბარია კივერ თავდასხმაზეც.


მსგავსი პრობლემის წინაშე Facebook-ი 2008 წელსაც დადგა, როდესაც მას 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ამჟამად სოციალურ ქსელში მათი რაოდენობა დაახლოებით 2,3 მილიარდია.

წყარო: რეზონანსი