თბილისში 30 წლამდე კაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა

  • pia.ge
  • 14 მარტი 10:00

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 30 წლამდე კაცი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.


დაშავებული ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაცემის შედეგად ხერხემალი აქვს დაზიანებული, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge