"მტერს არ ვუსურვებ ბავშვის დასაფლავებას, რატომ მეძინა იმ ღამეს..."

  • რეზონანსი
  • 13 მარტი 18:30

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში სევდიან მიმართვას აქვეყნებს:

"ბავშვი მენატრება... მტერს არ ვუსურვებ ბავშვის დასაფლავებას... დღეს საფლავზე ისე ყინავდა.... ისე ციოდა... რა უნდა ჩემ თოკოს მიწაში... ბავშვს მე ვერ ვუშველე. სულ ვადანაშაულებ ჩემს თავს - რატომ მეძინა იმ ღამეს, რატომ? სულ ომი მაქვს ღმერთთან აზრებში. პატარები არ უნდა იღუპებოდნენ და უნდა ცოცხლობდნენ.... უნდა დაუშვას ღმერთმა გამონაკლისები, სასწაულები და ტრაგედიის დროს ბავშვები ზებუნებრივად დაიცვას! უნდა დაიცვას და არ უყუროს ზეციდან მათ სიკვდილს.  აი ამიტომ, სულ ჭიდილი მაქვს მაღლა ცაში, უფალთან!” - წერს ლანა პაპიძე.

 მაგდა პაპიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად - 12 ხმით, გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგდა პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა 2016 წლის 6 ივლისს მიუსაჯა.

წყარო: რეზონანსი