რატომ არ უნდა იცოდეთ ფაქტები, რომელებიც საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ?

  • თბილისელები
  • 11 მარტი 17:08

* ცნობილია, რომ ქალები, რომლებიც ახალი მამაკაცების გაცნობის მიზნით ხშირად ათავსებენ ფოტოებს ინტერნეტში იმაზე ორჯერ მეტ შეტყობინებებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ;

* შეყვარებული წყვილების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მეექვსე მერვე პაემნის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს, თუ არა ურთიერთობა;


* ყველაზე გავრცელებული დრო წყვილების განშორებისთვის ერთმანეთის გაცნობიდან 3-5 თვეა;


* ონლაინ გაცნობის ინდუსტრია, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, წელიწადში 1.8 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს;


* მამაკაცები ყველაზე მეტად შიშობენ, რო სოციალურ ქსელში შემთხვევით „მსუქანი“ მანდილოსანი არ გაიცნონ;


* მამაკაცთა დაახლოებით 40 პროცენტი ქალთან პირველად შეხვედრამდე თავდაჯერებული არ არის;


* კვლევებმა დაადასტურა, რომ სკოლა, კოლეჯი, კაფე და სავაჭრო ცენტრი შესანიშნავი ადგილია ფლირტის გასაბმელად. საქმე ისაა, რომ ადამიანთა თავშეყრის ადგილზე პიროვნება უფრო კომუნიკაბელური ხდება. რესტორნები და კინოთეატრები კი ხალხის გაცნობისთვის ნაკლებ საშუალებას იძლევა;


* გახსოვდეთ, ბიჭები თავს არიდებენ ისეთ გოგოსთან შეხვედრას, რომელსაც ჰყავს „ხმაურიანი“ სამეგობრო,


* ფსიქოლოგები მამაკაცებს ურჩევენ: თუ გსურთ გოგონას დაინტერესება ან გაცნობა, საუბარში მისი სახელი სულ მცირე ორჯერ უნდა წარმოთქვათ;


* გაცნობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის სხეულის აგებულება. ზედმეტი წონა გაცილებით უარესად აღიქმება, ვიდრე ძალიან გამხდარი ან დაკუნთული სხეული

წყარო: თბილისელები