რა უნდა იცოდეს კაცმა ქალზე

  • თბილისელები
  • 11 მარტი 17:05

შეიძლება, ეს ხუმრობაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და რეალობასთან ახლოს მდგომი. ამბობენ, რომ ნამდვილ მამაკაცს ორი რამ ენატრება:

ხიფათი და თამაში, ამიტომაც სჭირდება მას ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო, რომელიც ღმერთმა სპეციალურად მისთვის შექმნა.


არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს ნებისმიერი მილიარდერი მამაკაცი.
კაცები ფიქრობენ – ღმერთმა ქალი ლამაზი და სულელი შექმნა. ლამაზი იმიტომ, რომ მე შემძლებოდა მისი შეყვარება, ხოლო სულელი იმიტომ, რომ ვერ მიხვდეს, როდის ვატყუებ. სინამდვილეში, ქალის მოტყუება არც ისე ადვილია და თუ თავს გიქნევთ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სჯერა.


ქალები რომ არ იყვნენ, სამყარო ერთფეროვანი და აუტანელი იქნებოდა. მამაკაცებისგან განსხვავებით, ისინი სამსახურშიც კი გულითადი ურთიერთობების გაბმას ცდილობენ. სითბოსგან დაცლილ სამყაროს ძნელად ეგუებიან, ასეთ ატმოსფეროში სულს ღაფავენ. უნდათ ყველაფერი გაალამაზონ და გააკეთილშობილონ. ყველა ქალმა რომ ლამაზი, ფერადი კაბა ჩაიცვას, მამაკაცები ომზე აღარ იფიქრებენ.


ნამდვილ ქალს ბევრი არ უნდა – კაცის მხრიდან ყურადღება და ცოდნა, რომ ერთადერთია მისთვის, ანუ, ნამდვილ ქალს ყველაფერი უნდა!


ქალებს უყვართ ჩუმი კაცები, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი კაცები მათ უსმენენ. ქალს შეუძლია, ერთი ამოსუნთქვისას მამაკაცზე ბევრად მეტის თქმა მოასწროს – ასეთ დროს კაცი იძაბება და ცდილობს, არ მოუსმინოს. რაც შეცდომაა, რადგან ქალები ბევრად ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ.


რაღაც საოცარი ფუფუნებაა, როდესაც გვერდით გყავს ქალი, რომელიც სიგარეტზე მოგიკიდებს. ფაქტობრივად, ამის გამოც ღირს დაქორწინდე, მით უმეტეს, თუ მწეველი ბრძანდებით.


სასარგებლოა იცოდეთ:


ქალების სამი ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და იურისტები. კარგი გოგოები დღიურებს წერენ, ცუდ გოგოებს დრო ამისთვის არასოდეს აქვთ, ხოლო იურისტები სხვის დაწერილს ყურადღებით კითხულობენ.
მირჩევნია, ქალის ინტუიციას ვენდო, ვიდრე კაცის გონებას (სტენლი ბოლდვინი).

წყარო: თბილისელები