როგორი კვირა დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს?

  • რეზონანსი
  • 10 მარტი 12:39

ვერძი

მოაწესრიგეთ საკუთარი ბინა, ოთახი. ნუ იკამათებთ ახლობლებთან, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

კურო


საოჯახო საკითხებს ახლობლების დახმარებით მოაგვარებთ. შეიძლება ბავშვობის მეგობარი, დიდი ხნის უნახავი ნათესავი გესტუმროთ.


ტყუპი


გაფრთხილდით, მარტივად დაკარგავთ იმას, რასაც მარტივად მოიპოვებთ. ზოგიერთი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვება.


კირჩხიბი


დაბრკოლებებს მარტივად გადალახავთ. ყველა საქმეში მოულოდნელი წარმატება გელით.


ლომი


ფორტუნა გწყალობთ. კარგი დღეა სულიერი განვითარებისთვის. შეიძლება ქველმოქმედებით დაკავდეთ.


ქალწული


დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის რწმენა. შეიძლება კურსის, იმიჯის, გარემოს შეცვლა მოგინდეთ.


სასწორი


კარგი დღე ელით არტისტს, ბლოგერ და პოლიტიკოს ნიშნებს. ნუ გააცივებთ სასიყვარულო კავშირს.


მორიელი


ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. გარემოს მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება თქვენში სტრესი გამოიწვიოს.


მშვილდოსანი


ნუ შეიქმნით იდეალს. რაც უფრო მეტი საქმე გექნებათ, მით მობილიზებული იქნებით.


თხის რქა


ცვლილებების, კონკურენციის დღეა. პატივი ეცით პარტნიორის მოთხოვნებს, ოჯახურ ტრადიციებს.


მერწყული


გარშემო მყოფები ზრუნვით აგავსებენ. შეიძლება ახალი შინაური ცხოველი გაიჩინოთ.


თევზები


დადებითი ემოციების დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობა.

წყარო: რეზონანსი