კიევში შეტაკებებია - პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები

  • რეზონანსი
  • 10 მარტი 11:17

უკრაინის დედაქალაქში, კიევში პოლიციასა და ულტრა მემარჯვენე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა კორუფციაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება იყო.


პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას სამი ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება ჯერაც გრძელდება.

წყარო: რეზონანსი