შოთა, ვაჟა, გალაკტიონი - დემნა გვასალიას კიდევ ერთი ახალი ტრენდი

  • რეზონანსი
  • 8 მარტი 18:13

Vetements-ის ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი გაყიდვაში გამოვიდა და ონლაინ მაღაზიაში მისი ფასი 2,035 ევროა.

Demna Gvasalia Daily-ის ინსტაგრამზე ამ ქურთუკზე დაწერილი სახელების მოკლე განმარტებაცაა.


„Vetements-ის ჯინსის ქურთუკი ქართველი პოეტების სახელებით. გსურთ იცოდეთ ვინ არიან ისინი?


შოთა რუსთაველი - შუასაუკუნეების ქართველი პოეტი. ის ითვლება საქართველოს ოქროს ხანის გამოჩენილ პოეტად და ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად. რუსთაველი ავტორია წიგნისა „ვეფხისტყაოსანი", რომელიც ითვლება საქართველოს ეროვნულ ეპიკურ პოემად.


ვაჟა-ფშაველა - ქართველი პოეტისა და მწერლის ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმი, ის ითვლება ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მაღალი დონის პატრიპტად და ავტორად.


გალაკტიონ ტაბიძე იყო მეოცე საუკუნის წამყვანი ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ქართველ პოეტებზე"


ქართველი პოეტების გარდა ქურთუკის მარჯვენა მკლავზე დატანილია წარწერა სოხუმი 93 მარცხენაზე კი გალაკტიონის ლექსი „მე და ღამე".

წყარო: რეზონანსი