როდის კარგავს საფულე ენერგეტიკას და ხდება წარუმატებელი

  • თბილისელები
  • 8 მარტი 16:46

ყველას სურს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ფულის ნაკადის გაზრდა.

საფულე ჩვენი თანმხლებია ყველგან. სადაც არ უნდა წავიდეთ, ის ჩვენი მუდმივი თანამგზავრია. თუმცა, ზოგჯერ იმ ენერგეტიკას კარგავს, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობასა და წარმატებას იზიდავს.
ასტროლოგიური რჩევებით, შეძლებთ, თქვენი საფულე ფულის მოსაზიდ მაგნიტად გადააქციოთ და ამისთვის, სულაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა.
ყველას აქვს დაბადების სტიქია და თქვენი საფულის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტიქიას მიეკუთვნებით. ჯერ დაადგინეთ თქვენი სტიქია და, აქედან გამომდინარე, აარჩიეთ სიმდიდრის ფერი. სიმდიდრის ფერი, ასევე, შესაძლოა, გამოთვალოთ, ეგრეთ წოდებული „დამანგრეველი წრის“ მიხედვით. „დამანდგრეველი წრე“ კი, ასე გამოიყურება: წყლის სტიქიას თავის კონტროლის ქვეშ ჰყავს მოქცეული ცეცხლის სტიქია; ცეცხლი ზემოქმედებას ახდენს ლითონზე; ლითონი ხეზე ზემდგომია; ხე აკონტროლებს მიწას; მიწა კი თავის მხრივ – წყალს.
თუ ზემომოყვანილი გახდება თქვენი ორიენტირი, მაშინ შესაძლებელია თქვენი ფერის გამოთვლა. ასე მაგალითად: თუ თქვენი სტიქიაა მიწა, თქვენივე საფულის ფერი ყვითელ ტონებში უნდა იყოს გადაწყვეტილი.
ქვემოთ მოცემული რჩევების მიხედვით, თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ, დაადგინოთ, თუ რომელი ფერის საფულე გჭირდებათ.
სტიქია მიწა
ფერი: ყვითელი, თამბაქოსფერი, სტაფილოსფერი, ოქროსფერი.
სტიქია ხე
ფერი: მწვანე, ყავისფერი.
სტიქია ცეცხლი
ფერი: ალისფრი, ბორდოსფერი, წითელი.
სტიქია წყალი
ფერი: შავი, ლურჯი, იისფერი, ცისფერი.
სტიქია ლითონი
ფერი: ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, თეთრი.
როცა უკვე ფერი შერჩეულია, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ საფულის ზომას. ეს ნიუანსიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უპირველესად, გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ დასაკეცი საფულეები. უმჯობესია, იყიდოთ ისეთი საფულე, სადაც ფულის კუპიურები გადაკეცვას არ საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ საფულის სიგრძეს, სიგანესა და სიღრმეს. სასურველია, საფულის ზომა ყველა ამ პარამეტრს ესადაგებოდეს. თუ ასეთს ვერ აღმოაჩენთ, მაშინ აირჩიეთ ისეთი, ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც რომ აკმაყოფილებდეს. თუ ისეთს იპოვით, რომელიც იდეალურია ყველა მხრივ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ.
ყველაზე მთავარია, საფულის შერჩევისას გაითვალისწინოთ, რა მასალისგანაა დამზადებული. საფულისთვის ყველაზე კარგი მასალა ნატურალური ტყავია. ასეთი საფულე, შესაბამისად, ძვირი ღირს, მაგრამ თუ იმას გაითვალისწინებთ, რომ შემდგომში ის ყოველთვის მოიზიდავს ფულს, ნამდვილად ღირს მისი ყიდვა. პოლიეთილენის საფულეებს, უმჯობესია, მოერიდოთ. იმის გარდა, რომ ფულის ენერგეტიკის მატარებელი არ არის, უფრო მეტიც, ბლოკავს ბუნებრივ ენერგიებს. ქსოვილისა და „ზამშის” საფულეები, შეგიძლიათ, მშვიდად შეიძინოთ – ზემოქმედებას ახდენს თქვენს ფინანსურ შემოსავალზე, როგორსაც ტყავი.
როცა საფულეს შეიძენთ, არ დაგავიწყდეთ თილისმებიც, საფულით რომ უნდა ატაროთ ფულის ნაკადის მოსაზიდად. ბევრს უყვარს საფულით საყვარელი ადამიანების სურათების ტარება. ეს არ შეიძლება. უპირველესად, ფულის ენერგიამ, რომელიც ახლობელი ადამიანის ფოტოში გაივლის, შესაძლოა, ძალიან დააზიანოს მისი ენერგია. მეორეც, ფოტო არასახარბიელო ზემოქმედებას ახდენს თვით ფულის ენერგიაზე. საფულით, ჯობია, ატაროთ რამდენიმე თილისმა და ეს შესაძლოა, იყოს, სამი ჩინური მონეტა წითელ ლენტზე აკინძული, ან პატარა სარკე.
ფულის არომატად, ასტროლოგიაში მიიჩნევა პიტნის სურნელი. ამიტომ, თუ გინდათ, რომ საფულე არასდროს დაცარიელდეს, მასში ერთი წვეთი პიტნის ეთერზეთი ჩააწვეთეთ. შეგიძლიათ, საფულეში უბრალოდ, პიტნის ფოთლებიც ჩააწყოთ.
როგორც მიხვდით, ასტროლოგიური წესების გათვალისწინებით, საფულის შერჩევა, არ მოითხოვს დიდ დანახარჯსა და ძალისხმევას. სამაგიეროდ, ფინანსური პრობლემებისა და ვალებისგან დაზღვეული იქნებით.

წყარო: თბილისელები