რატომ ღალატობენ მამაკაცები ?

  • თბილისელები
  • 7 მარტი 15:07

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და იმედგაცრუებით. ქალებს ოცნებები ხშირად ემსხვრევათ.

ყველაზე მტკივნეული პარტნიორის ღალატია. მამაკაცის ღალატის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: უბრალო გატაცება, მოწყენილობა, ძიება რაღაც ისეთის, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა... ღალატის მსხვერპლს კი თავად უწევს გამოსავლის პოვნა.
ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ ქალებს ჩვეულებრივ, ტკივილი, მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ. შემდეგ კი, ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის.
როგორ უნდა მოიქცეთ:
უპირველესად, ნუ მოაწყობთ სკანდალებს და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. იტირეთ, მოიოხეთ გული, მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილებები იმ დროისთვის გადადეთ, როდესაც მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ.
დაფიქრდით და მხოლოდ ამის მერე გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა, ისევ ქმართან ცხოვრების გაგრძელება. თუ მზად ხართ, აპატიოთ, ეს ნაბიჯი გულწრფელი უნდა იყოს. თუ მტკიცედ გადაწყვეტთ დაშორებას და დარწმუნებული ხართ, რომ ვერ აპატიებთ, აღარ ღირს მისი ბოდიშებისა და ათასი დაპირების მოსმენა...
თუ თავად ვერ ხვდებით, არ შეგწევთ ძალა, სიტუაცია გვერდიდან შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. სწორედ ფსიქოლოგი დაგეხმარებათ ღალატის ჭეშმარიტი მიზეზის პოვნაში. ამის შემდეგ შეძლებთ პრობლემის აღმოფხვრას. თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უბრალოდ გაერთო, შეუქმენით მას სტაბილური და მშვიდი ოჯახური გარემო. დარწმუნებული იყავით, ის არასდროს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ საწოლში ერთობოდა.
ასეთ სიტუაციაში თავის შეკავება ძალიან ძნელია, მაგრამ ყოველთვის ჯობია, თავის ხელში აყვანა. შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია. რაც მთავარია, ნუ აიკვიატებთ, რომ უბედური ხართ. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ. ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.


ქალი და წლები


აღმოჩნდა, რომ ოცდაცხრამეტი წლის შემდეგ ცხოვრება არსებობს და მეტიც – ის ძალიან მშვენიერია! თუმცა, პროფესიონალები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აჯობებს, ამ ასაკში ზოგიერთ ჩვევას გამოვემშვიდობოთ.
პირველი და მთავარი: უკვე დროა, იცხოვროთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. დიდი ხანია, წავიდა ის ეტაპი, როცა მშობლები ზრუნავდნენ თქვენზე. ახლა თავად უნდა შეიქმნათ ღირსეული ცხოვრება.
 ფეხსაცმელი და ჩანთა თქვენი შესაფერისი, ელეგანტური და სადა უნდა იყოს.
 აღარ შეგფერით ქარაფშუტობა.
 ჭამეთ, შეგერგოთ. ოღონდ, თავს ნუ დაიტანჯავთ. არ დაკომპლექსდეთ წონის გამო. დაკავდით სპორტით და ასე, კილოგრამებს ბევრად სწრაფად დაწვავთ. არ უნდა გრცხვენოდეთ იმის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
 არ არის საჭირო კომპლიმენტების უარყოფა. თქვენ ამას იმსახურებთ.
აღარ უნდა აწყენინოთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდათ, ახსნათ რაიმე. დროა, იცოდეთ, რომ ვერასდროს შეხვდებით ლეონარდო დიკაპრიოს მეტროში.
 შეიყვარეთ საკუთარი თავი, შეაქეთ და წარმოაჩინეთ თქვენი ღირსებები.
 აღარ შეიძინოთ ვიწრო ან დიდი ზომის ტანსაცმელი.
 ამ დრომდე დარწმუნებული იყავით, რომ თუკი ორი ზომით პატარა ჯინსს იყიდდით, წონაში დაიკლებდით. დიდი გოგო ხართ, სისულელეების რომ გჯეროდეთ.
 იცოდეთ, რომ მშობლებზე, ოჯახის წევრებზე ახლობელი ამქვეყნად არავინაა.
 მოეშვით არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას.
 არ არის აუცილებელი, ყველას მოსწონდეთ ან უყვარდეთ. იყავით, რაც ხართ და ისიამოვნეთ ცხოვრებით.
 ნუღარ დაელოდებით მამაკაცისგან გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
 ოცდამეერთე საუკუნეა, ასე რომ, უკვე შესაძლებელია, ქალი იყოს ინიციატორი.
 გადადით საქმეზე, სიტყვები დროს ფუჭად დაგაკარგვინებთ.
 უკვე დიდი გოგო ხართ და აღარ შეგეფერებათ ჭორაობა ნაცნობებსა და მეგობრებზე. თუკი ისინი თქვენთვის მართლაც ძვირფასები არიან, არ გინდათ მათზე ზურგსუკან საუბარი.
 უფრო ადვილია, აღიაროთ შეცდომა და მოიხადოთ ბოდიში, ვიდრე ტყუილად იმართლოთ თავი.
 ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობასა და საკუთარ სილამაზეს. სვით წვენები და კარგად გამოიძინეთ.
„შენი სახლი – ეს შენ ხარ“. იცხოვრეთ ჰარმონიასა და წესრიგში.
 უკვე კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ – ჩვენი სისუსტეებითა და ძლიერი მხარეებით. არავინაა თქვენზე რაიმეთი მეტი ან უკეთესი.

წყარო: თბილისელები