რა მეთოდით შეიძლება, ყველაზე იოლად გაიგოთ თვითგათვალვის მიზეზი

  • თბილისელები
  • 7 მარტი 14:47

ყველას სმენია „ავბედით თვალზე“, რასაც ძირითადად, ბოშებს, კუდიან დედაბრებსა და ჯადოქრებს მიაწერენ.

მაგრამ, მტერი ყოველთვის სხვაგან როდი უნდა ეძებო. ზოგჯერ ადამიანი თავადვე ვნებს საკუთარ თავს. ბევრს მიაჩნია, რომ გათვალვა – ეს ნეგატიური ენერგეტიკული ზეგავლენა მხოლოდ სხვებისგან მოდის. მაგრამ, არსებობს თვითგათვალვაც და როგორც დასახელებიდან ჩანს, მისი წყარო თავადვე ვართ. გათვალვა თუ წყევლა ზღაპრები სულაც არ არის – სავსებით რეალური მოვლენებია, რაც უმეტესობას არაერთხელ უწვნევია საკუთარ თავზე. ზოგი სხვა რომ გათვალოს, შავ მაგიას მიმართავს, ზოგიც შემთხვევით თარსავს სხვას და ამაში გასაკვირი არაფერია: უარყოფითი აზრები ენერგეტიკულ ნაგავს იზიდავს, რაც სამყაროს ენერგეტიკულ ცენტრს ბლოკავს. რა არის თვითგათვალვა, რა ნიშნებით ამოიცნობა და როგორ დავიცვათ მისგან თავი, ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი თამაზ ზ.


– თვითგათვალვაა, როცა საკუთარი თვალი „გთარსავს“ და ეს შეიძლება, ეხებოდეს ნებისმიერ რამეს: გარეგნობას, ფულს, სამსახურს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას... ეს არის ნეგატიური პროგრამა, რომელიც ჩვენგანვე მოედინება და მისი დამახასიათებელი ნიშნებია: გუნება-განწყობის უმიზეზო ცვლილება, როცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ხასიათი საშინალად გიფუჭდებათ; კარგავთ სასიცოცხლო ძალას, განიცდით დეპრესიას, დაღლილობას, გამოუძინებლობას, ფიზიკურ გადაღლას, შფოთვას. თვითგათვალვისას მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი გაქვთ; გამუდმებით ფიქრობთ, რომ წუთი წუთზე რაღაც უსიამოვნება მოხდება.


– როგორ გავარკვიოთ, რაც მოხდა, თვითგათვალვის შედეგი რომაა?


ერთია, როცა ყველაფერი ხდება პირიქით: ელი კარგს და მოხდება ცუდი. მაგალითად, გოგონა ფიქრობს: „უკვე აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ავად“, – მეორე დღეს კი მაღალი ტემპერატურით იღვიძებს. მეორეა, როცა ელი ცუდს და ხდება კარგი. მაგალითად, მამაკაცს ეშინოდა სამსახურის დაკარგვის და ყველასთან ამაზე წუწუნებდა. მაგრამ, როცა საწარმო დაიკეტა, ყოფილმა მეპატრონეებმა ის ახალ ფირმაში მიიწვიეს სამუშაოდ. სიტუაცია კარგად გადაწყდა, თუმცა ესეც თვითგათვალვაა. არის კიდევ მხოლოდ ნეგატიური სქემა: როცა ნებისმიერი მოვლენა მიდის ნეგატიურ ასპექტში. მაგალითად, გხვდებათ ნაცნობი და კითხვაზე: „როგორ ხარ?“ პასუხობთ, რომ კარგად. ამით თქვენი პრობლემების პროვოცირებას ახდენთ. თუმცა პასუხი დადებითიც რომ ყოფილიყო: „კარგად ვარ“, – ვერც ამით აიცილებდით თავიდან ნეგატივს. სამყაროში ყველაფერი გაწონასწორებულია და თუ რამეს ამ მდგომარეობიდან გამოჰყავს, ცდილობს, წონასწორობა აღიდგინოს. ამის დარღვევას კი იწვევს როგორც ბედნიერება თუ ტრაბახი, სიხარული თუ ბრაზი – არ აქვს მნიშვნელობა დადებითია თუ უარყოფითი ემოცია: მკვეთრი გადახვევა აქეთ-იქით სულ „ძმრად გედინებათ ცხვირში“, რაც უსიამოვნებებისა თუ სირთულეების სახით იჩენს თავს.


– რა იწვევს თვითგათვალვას?


– მიზეზი სხვადასხვაა: 1. ნეგატივის არსებობა, როცა ადამიანი, ძველი საგვარეულო ჯადოს გავლენით, თითქმის დაბადებიდანვე აგროვებს ნეგატივს: ბავშვს რეგულარულად აქებენ „თარსი“ მეზობლები; ნაცნობებს შურთ მისი ოჯახის ბედნიერების; აშკარა მტრები კი ყველანაირი უბედურებისთვის იმეტებენ... ასეთი დესტრუქციული პროგრამით ცხოვრობს ის და თვითგათვალვაც შინაგანი ნეგატივის შედეგია, რაც ხარისხიანი განწმენდით ქრება. 2. მაგიური ნიჭი – ჯადოქრობაში არსებობს უკუგება – ერთგვარი სასჯელი სამყაროს ენერგეტიკულ ბალანსში ჩარევისთვის. რიტუალის ჩატარებით მაგი ზეგავლენას ახდენს არსებულ მდგომარეობაზე, ზოგს კი ისე აქვს განვითარებული ეს უნარი, რომ რიტუალებიც არ სჭირდება, საკმარისია, გაიფიქროს ან ახსენოს რაიმე... თუმცა, ამის გამო სათანადოდ ხვდება კიდეც „ცხვირში“, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ასეთ სიტუაციაში თვითგათვალვა არის მხოლოდ სამყაროს ცდა მოიცილოს ჭარბი პოტენციალი. რჩევა ერთია: ისწავლეთ საკუთარი ნიჭის მართვა. 3. სამყაროს უხილავ არსებათა შეგრძნება – ადამიანის გარშემო არცთუ ცოტა წამომადგენელი „დაბორიალობს“ სხვა რეალობიდან: ზოგი შემთხვევითი „გამვლელია“, ზოგიც – კონკრეტულ პირზე „მიკრული“ სისხლის ან რაიმე რიტუალის საშუალებით. სწორედ მათ „ძალუძთ“ თავის ჭკუაზე ატარონ ობიექტი. ყველაზე იოლი მეთოდი კი, გაიგო თვითგათვალვის მიზეზი ასეთია: ჩამოასხით ცვილი და თუ ნაღვენთი სუფთაა, ეს იგი, ნეგატივი არ არის, პრობლემა ადამიანის პირადი ენერგეტიკის თავისებურებიდან მოდის, რომლის არსზეც მიუთითებს პორტრეტები – სილუეტები ცვილზე.


 

წყარო: თბილისელები