ევთანაზიის შემთხვევა საქართველოში - "რესტორანში მოაკითხა ლიმუზინმა, ჩაჯდა კაცი და ხელს უქნევდა ცოლს"

  • რეზონანსი
  • 7 მარტი 11:13

გამორთავთ თუ არა აპარატიდან ოჯახის წევრს, ახლობელს, როცა ის კომაშია? - "ნანუკას შოუში" ევთანაზიის საკითხი განიხილეს.

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა თავის მეგობარზე, რომელმაც ევთანაზია გაიკეთა.


"რამდენიმე თვის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო ტრაგიკული. ჩემი მეგობარი გათხოვდა, კარგ ადამიანს გაჰყვა. იცხოვრეს 17 წელი ერთად. ამ ადამიანს აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც ძალან პროგრესირებდა. ამის შესახებ გამოიძია. მერე შევიტყვეთ, რომ ევთანაზიით ინტერესდებოდა. უთხრეს, რომ ყველგან არ კეთდებოდა ეს. ყოველ თვე მიდიოდა შემოწმებაზე, ხომ არ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვერანაირმა მუშაობამ ვერ გაჭრა მეუღლის მხრიდან, ვერ დაარწმუნა, რომ ევთანაზია საჭირო არ იყო. იმ მომენტში არც თუ ისე ცუდად იყო.


რესტორანში სადილი გააკეთა მარტო მიირთვეს ღვინო, მოაკითხა ლიმუზინმა ჩაჯდა ეს კაცი, ხელს უქნევდა თავის ცოლს ემშვიდობებოდა.


ჩემი მეგობრისთვის თავის ქმრის ნაბიჯი აღმოჩნდა დიდი ტრამვა".

წყარო: რეზონანსი