ზურაბიშვილი: ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით

  • pia.ge
  • 6 მარტი 12:41

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო წარმოუდგენელი იყო იმ გზის გავლა, რომელიც საქართველომ გაიარა.


„ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენი რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს თუ რა გზა გაიარა საქართველომ. ბევრი სირთულის მიუხედავად როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს.


ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა.


ევროპელი პარტნიორების დახმარებით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია- ეს არის ის საფეხურები, რაც ჩვენ გავიარეთ.


ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა - მისი რეალური სახის, პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge