"გოგონა, რომელიც ბიძას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დედით ობოლია"

  • რეზონანსი
  • 6 მარტი 10:23

გოგონა, რომელმაც ბიძა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ძალადობის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ოჯახიდან გაიყვანეს გოგონას მცირეწლოვანი ძმაც.


"გოგონა და ბიჭი გადაყვანილები არიან ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ბიძა, რომელსაც გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს, დეიდის ქმარია.  ის ბავშვების ერთ-ერთი მეურვე იყო, რადგან დეიდა და ეგ კაცი ამ ბავშვებს, ორი წელი უვლიდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვების დედა სიმსივნით გარდაიცვალა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

წყარო: რეზონანსი