რუსი ოკუპანტების დატყვევებული ძაღლი დაბრუნდა - "მიატოვა შიში, ტკივილი, სიძულვილი!" (ფოტოები)

  • რეზონანსი
  • 5 მარტი 14:30

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

"იურჩიკა დაბრუნდა! მაგრამ მსურს კიდევ ერთხელ დარწმუნებით გითხრათ, ჩვენ საქმე ორკებთან გვაქვს!


ამ ძაღლის ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მოვიდა ჩვენთან, მიატოვა შიში, ტკივილი, სიძულვილი, შიმშილი და მოვიდა იქ, სადაც სიყვარული და ზრუნვა დაინახა!


ორკებო! ჩვენ დაგამარცხებთ არა იმიტომ რომ გვეზიზღებით, არა, ამის ღირსებიც კი არ ხართ!


ჩვენ დაგამარცხებთ იმიტომ რომ შეგვიძლია სიყვარული, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ფა გვტკივა! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს დავით ქაცარავა.




წყარო: რეზონანსი