კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

  • pia.ge
  • 5 მარტი 13:22

კიევში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე „სფანი“ დააკავეს.

 

კიევის პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში მიმდინარეობდა, რომელსაც ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებს უკრაინის ტერიტორიაზე „გავლენების“ გადანაწილების საკითხი უნდა განეხილათ.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ჯაჭვლიანი 2017 წლამდე იტალიაში ფულის გამოძალვის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული.

ამჟამად პოლიცია უკრაინაში ჯაჭვლიანის ყოფნის კანონიერების საკითხს სწავლობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge