"მიდი შვილო ლომი ხარ, მიდი მამა დაარტყი! მიდი მიდი.. ჰოდა მივიდნენ…”

  • რეზონანსი
  • 4 მარტი 22:49

მოქალაქე სერგი ვარდუაშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ახალგაზრდის გარდაცვალებას ეხმაურება:

სამი ახალგაზრდა 17-18 წლის ბიჭები მოყვნენ ავარიაში. დაიხოცნენ სამივეო. ნასვამები იყვნენო.


სიკვდილმა არც ახალგაზრდა იცის არც მოხუცი. სიკვდილით ვერავის გააკვირვებ.


დიდი ამბებია- აცხონებენ, ეცოდებათ და მთვრობას აბრალებს ზოგი.


150 სიჩქარით გაიარეს შუქნიშანზეო!


მე არ ვიცი სინამდვილეში ვინ მისცა მანქანა. ან არავინ იყო ეს მთვრალები რომ არ გაეშვათ მანქანით?!


ან საქართველოში თვრამეტი წლისებს რატომ აძლევენ/ყიდულობენ ასე ადვილად მანქანებს?!


მამა/დედა ენაცვალოს, ჩემი შვილი სხვისაზე ნაკლები რითია.


მიდი შვილოო დაარტყი, მოკალი მ... ი მგელი ხარ ლომი ხარ, ქალებში ერთად უნდა წავიდეთ რომ გაიზრდები!


მიდი მამა გააბოლე! მიდი მიდი..


ჰოდა მივიდნენ..."


 

წყარო: რეზონანსი