"რა ბოღმიანი ხალხი ხართ, რეებს წერთ, რა უბედურებაა!" – როგორ ეხმაურებიან ოთო ნემსაძის გამარჯვებას

  • რეზონანსი
  • 4 მარტი 11:22

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა, შესაბამისად, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით ის გამოვა.

შოუს ფინალს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. პროექტის ფეისბუქგვერდზე ბევრი კრიტიკაც დაიწერა და ბევრი ქებაც.


"ფინალში ვერ გადავა და სამუშაოდ მაინც დარჩეს ისრაელში".


"ლიზა ბოლო 3 ტურია ლიდერი და ახლა ოთომ რანაირად მოიგო? რაღაც მარში, რომელსაც ევროპა მაგრად დაიკიდებს! აზრზე არ ხართ ევროვიზიის, "ვაფშე" ეგეთი სიმღერები იძუყნება! წელს არ ვუჭერ საქართველოს მხარს, რადგან არც იმსახურებს!".


"ეგრე რა! ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო. ტიპი გვინდოდა ევროვიზიაზე და ძლივს გვეღირსა. მიდი,  ოთო, გადაჯეჯგვე მთელი ევროპა და გახდი გამარჯვებული".


"რა ბოღმიანი ხალხი ხართ, რეებს წერთ, რა უბედურებააა! ადამიანმა მოიგო, თუ უკეთესად მღერით, წადით და იმღერეთ! და თუ არ გესმით და სმენა არ გაქვთ, ესე იგი იმიტომაც ვერ იგებთ, რატომ მოიგო ამ ბიჭმა!".


"როგორ არ გრცხვენიათ, ვინც წერთ, რომ ოთოს ევროვიზიაზე წასვლით "გავბანძდებით", მართლა სირცხვილია ოთოზე მსგავსი მარაზმი შეფასება. წარმატება ვუსურვოთ, ხომ არ ჯობია?".


"მაგარი ბიჭია, მთელი გულით მღერის ხოლმე, მაგრამ მისი მონაწილეობა თავიდანვე არასწორი და გათვლილი იყო რა. მე ქართველი რომ ვარ და სენტიმენტებმა მომასმენინა, თორემ ევროპა ჩემს ფეხებს გაუგებს მაგ სიმღერას თავს და ტანს, ჩვენი პატრიოტიზმი კიდევ მაგრად ჰკიდიათ და დაიღალნენ "პახოდუ" ამ "სტოპ რაშას" სკანდირებით, შოუ სჭირდებათ…".


"უკვე მრცხვენია, რა შედეგსაც დავდებთ ევროვიზიაზე".


"ოთოს გამარჯვება სამართლიანია. ფინალში ოთოს შესრულება იყო საუკეთესო და მგონია, ევროვიზიაზეც ამ სიმღერით მეტია შანსი მოგების".

წყარო: რეზონანსი