"ამ ფოტოზე სააკაშვილს თავი ამოვჭერი" - რატომ ჩაიდინა ჩერგოლეიშვილმა ასეთი საქციელი?

  • რეზონანსი
  • 4 მარტი 10:29

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი არქივიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"1998 წელია, ამერიკის იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობ და ჩაქვში მივდივართ სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე გვაქვს კონფერენცია (მაშინაც მოსამართლეების თემა იდგა - საკვალიფიკაციო გამოცდები და მათი ხელახალი დანიშვნა). დიდი კონფლიქტი იყო.


უკან სულხან მოლაშვილია, მის უკან - სოზარ სუბარი იყურება.


გვერდზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰუდით სააკაშვილია - რევოლუცია რომ მოხდა, თავი ამოვჭერი და სუპერმენის თოჯინა ჩავუსვი, გამოვუგზავნე სტრასბურგიდან  (that explains უთავობა).


ახლა 2019 წელია და 21 წლის თავზე, ისევ სასამართლოს და მოსამართლეების დანიშვნის თემაზე ვხოცავთ ერთმანეთს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

წყარო: რეზონანსი