ოთო ნემსაძე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა - რა მოხდა „საქართველოს ვარსკვლავის" დასრულების შემდეგ?

  • რეზონანსი
  • 4 მარტი 10:23

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე სცენიდან გადავარდა, რის შედეგადაც მომღერალმა ფეხი დაიზიანა.

 ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნემსაძე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა.


ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანა შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.  როგორც ,,პრაიმტაიმს" ნემსაძის მეუღლემ განუცხადა, მას დაჟეჟილობები აღენიშნება.


ოთო ნემსაძე წუხელ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გახდა. იგი ისრაელში, საქართველოს სახელით, ევროვიზიაზე  რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარსდგება.


 

წყარო: რეზონანსი