იტალიაში გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" გარდაცვლილი იპოვეს

  • რეზონანსი
  • 1 მარტი 20:42

იტალიაში 43 წლის ასაკში გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ჯემო თბილისკის" სახელით იცნობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად კოკაინით ზედოზირება სახელდება. 


ჯემალ მიქელაძე "კანონიერი ქურდების" ოჯახის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. მისი ძმა, "კანონიერი ქურდი" მამუკა მიქელაძე 52 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ასევე "კანონიერი ქურდი" გახლდათ ჯემალ მიქელაძის მამა არსენ მიქელაძე. 


მიქალაძეები წარმოშობით თბილისიდან (გლდანი) არიან, თუმცა წლებია მოსკოვში ცხოვრობდნენ. მამუკა მიქელაძე ბოლოს 2011 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააპატიმრეს. სავარაუდოდ, სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი მძიმე ავადმყოფობის მიზეზიც.

წყარო: რეზონანსი