სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე დაკავებული პოლიციელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

  • pia.ge
  • 28 თებერვალი 14:06

სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საგამოძიებო ორგანო პოლიციელს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე არის უდანაშაულო. უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა,"- აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს.

თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა.

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge