"9 წლის ნანატრი შვილი ცუდად გამიხდა, რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი"

  • რეზონანსი
  • 28 თებერვალი 10:43

მარი თაბაგარი საოცარ ისტორიაზე ყვება, როგორი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რა გზა გაიარა შვილის სიცოცხლის ბრძოლისთვის და ნათლობის საიდუმლომ როგორი სასწაული მოუვლინა:

"9 წლის ნანატრი შვილის მონათვლას დიდი ზარ-ზეიმით მეორმოცე დღეს ვაპირებდით. ერთი თვის თავზე ცუდად გახდა. ძალიან ცუდად. ორი დღე იკვლევდნენ მიზეზს და არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ნაწლავის გადახლართვა (გაუვალობა) დაუდგინდა. ოპერაციის დაყოვნება სიკვდილის ტოლფასი იყო.


იაშვილის კლინიკაში პალატა გამომიყვეს, რომ რეანიმაციიდან გამოსულ შვილს დავლოდებოდი (სახლში წამოსვლაზე პროტესტი განვაცხადე). დაჩი კი წარმატებულად დასრულებული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. არც ერთი ღამე იმ პალატაში არ გამიტარებია. რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი. სამი დღე გადიოდა და ოპერაციის შედეგს ვერ ვხედავდით. თუ ასე გაგრძელდებოდა, მეორე ოპერაცია გარდაუვალი იყო"

წყარო: რეზონანსი