შსს-მ სავარაუდოდ, CO-თი მოწამვლის ფაქტის გამოძიება დაიწყო

  • pia.ge
  • 28 თებერვალი 10:21

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ორი ადამიანის, სავარაუდოდ, CO-თი მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "პირველს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ნაძალადევის რაიონში წინასწარი ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge