ნაძალადევის რაიონში სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 28 თებერვალი 10:07

წინასწარი ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია, ასევე, სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურადაა მიერთებული რამდენიმე ქვემრიცხველი. საცხოვრებელის სახლი, სავარაუდოდ, გაქირავებულია.


კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები. უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობლებზე, დაიცვან უსაფრთხოების ელემენტარული წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება. განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნას ვთხოვთ ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge