ინდოეთის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

  • pia.ge
  • 27 თებერვალი 14:56

ინდოეთის არმია და სასაზღვრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი მას შემდეგ, რაც პაკისთანთან მიმართებაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია – მხარეებმა ერთმანეთის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

ამის შესახებ გამოცემა The Times of India წერს.


„არმია და სასაზღვრო ჯარები პაკისტანის საზღვართან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყანამ დაარღვია საჰაერო სივრცე, ასევე პაკისტანის სამხედროების მიერ კონტროლის ხაზი დაიცხრილა. სროლების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტები გახდა“, – წერს ინდური გამოცემა.


აქვე აღნიშნულია, რომ ინდოეთის ჯარები არა მხოლოდ ქაშმირის ტერიტორიაზე, არამედ ინდოეთი–პაკისტანის საზღვრის მთელ პერიმენტრზეა საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი. ინდოეთის ხელისუფლება საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრებთ მოუწოდებს, არ დატოვონ საკუთარი სახლები.


მანამდე, 27 თებერვალს დილით ცნობილი გახდა, რომ ქაშმირის საჰაერო სივრცეში ჯერ პაკისტანმა ჩამოაგდო ინდოეთისს ორი სამხედრო თვითმფრინავი, ხოლო შემდეგ ინდოეთმა საპასუხო ზომებს მიმართა და პაკისტანის სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16 ჩამოაგდო. პაკისტანის მხარე აცხადებს, რომ ორი ინდოელი პილოტი ჰყავს დაკავებული.


საერთაშორისო რეაგირება


ვითარების დაძაბვიდან მალევე დაძაბულობის დეესკალაციისა და შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ უკვე მოუწოდა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ორივე ქვეყანაში კოლეგებთან უკვე განიხილა.


ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობას რეაქცია კრემლიდანაც მოჰყვა. „რუსეთი შეშფოთებულია ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს“. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზირდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განუხადა.


დაძაბულობა ქაშმირში


ქაშმირი, რომელიც უმეტესად მუსლიმებითაა დასახლებული, 60 წლის განმავლობაში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის კერას წარმოადგენს. ქაშმირის ცალკეულ რაიონებში ორივე ქვეყანა ახორციელებს ადმინისტრაციულ მმართველობას.


იმის გამო, რომ ინდოეთის მიერ კონტროლირებად რაიონებში საკმაოდ მძლავრობს სეპარატისტული განწყობები, ქვეყანა ამ რეგიონში გაძლიერებულ გასამხედროებულ და საპოლიციო დაჯგუფებებს აგზავნის.


ინდოეთი და პაკისტანი ბირთვულ არსენალს ფლობენ. ინდოეთმა ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა 1974 წელს ჩაატარა, ხოლო პაკისტანმა – 1998 წელს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge