ე.წ. მწვანე პასპორტი - აფხაზეთში მცხოვრებთათვის საშვების გაცემის პროცესი რთულდება

  • რეზონანსი
  • 27 თებერვალი 10:40

საოკუპაციო ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური საშვების გაცემის პროცესი რთულდება. 

აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, რეზო ქობალია.


დოკუმენტის ასაღებად მოქალაქეებს სოხუმში ან ოჩამჩირეში მოუწევთ ჩასვლა. ერთი საშვის გაფორმება კი 1000 ლარამდე ჯდება, ამასთანავე მოქალაქეებს უშიშროების ოფიცერთანაც მოუწევთ გასაუბრება. ადგილობრივებს ენგურის ხიდზე თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მხოლოდ აფხაზური ე.წ. მწვანე პასპორტის დახმარებით მიეცემათ.


„გადმოსვლა იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც აქვთ პასპორტი, აფხაზური ე.წ. მწვანე პასპორტი, რომელიც არის 2016 წელს გაცემული, ასევე ფორმა #9 და ე.წ. საგარეო პასპორტები - მხოლოდ ამ დოკუმენტებით გადმოდიან. სხვა დოკუმენტები ყველაფერი არის გაუქმებული და მათ აქვთ საშუალება მხოლოდ სოხუმში, ოჩამჩირეში მიიღონ ეს დოკუმენტები. ერთადერთი არის ჩვენი საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა ეს მდგომარეობა განიმუხტოს და ადამიანებს, მოსახლეობას მიეცეს საშუალება თავისუფლად მიმოსვლის ენგურის ხიდთან, რათა მათ აუცილებელი საჭიროებები მოაგვარონ,“ - განაცხადა რეზო ქობალიამ.

წყარო: რეზონანსი