"სენაკელ ჯესიკას და მის ლეკვებს გაუმართლათ"

  • რეზონანსი
  • 26 თებერვალი 12:11

"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს ფოტოებთან ერთად. 

"რადგან "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქურთუკები აცვიათ, ეს ფოტოები ჩამიგიდეს. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ამბავი არახალია, კომპანიის სენაკის მოსმახურების ცენტრის თანამშრომლები, თურმე, იქვე, გვერდზე ეზოში მცხოვრებ მეტისს და მის ლეკვებს პატრონობენ. დედისთვის ჯესიკაც დაურქმევიათ. მეტიც, ცოტა რომ გაიზრდებიან და დედისთვის მოცილებაც იქნება შესაძლებელი, ერთ ლეკვს, კომპანიის თანამშრომელი სახლში წაიყვანს და მოუვლის...ისე, ჯესიკას მართლაც გაუმართლა, მას იქვე მდებარე კორპუსში მცხოვრები ერთი კეთილი კაციც პატრონობს... მოკლედ, მიხარია ასეთი ამბები...“ - წერს ავთო დვალიშვილი.


წყარო: რეზონანსი