გაინტერესებთ, რა იქცევს მამაკაცის ყურადღებას ქალში პირველივე შეხვედრისას?

  • თბილისელები
  • 25 თებერვალი 13:03

გაინტერესებთ, რა იქცევს მამაკაცის ყურადღებას ქალში პირველივე შეხვედრისას?

* პროპორციები – იდეალურად ითვლება წელისა და თეძოების 7:10-ზე შეფარდება. მაგალითად, თუ ქალის წელის ზომა 60 სანტიმეტრია, თეძოების იდეალური გარშემოწერილობა 88 სანტიმეტრი უნდა იყოს; თუ წელის ზომა 73 სანტიმეტრია, მაშინ თეძოების ზომა – 104 სანტიმეტრი. სწორედ ამიტომ, მამაკაცებს უფრო ხშირად ქალის რვიანის მსგავსი ფიგურა იზიდავთ.


* მაღალი ხმა – მამაკაცის ქვეცნობიერში ხმის მაღალი ტონი ახალგაზრდობასთან, სინაზესთან ასოცირდება. ამიტომაც, ძალიან სექსუალურად აღიქმება ქალის მჟღერი ხმა.


* თმა – ხშირი და მბრწყინავი გრძელი თმა მამაკაცების დიდ ნაწილს იზიდავს. ამიტომ მათთვის უფრო მისაღები გრძელთმიანი ქალია. მოკლედ თმაშეკრეჭილ ქალთან კაცები მეგობრობენ.


* ღიმილი – ქალის ღიმილი მამაკაცებში სასიამოვნო განცდებს აღძრავს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი აახლოებს. გინდათ მოხიბლოთ? გაუღიმეთ.


* საყოველთაო აზრია, რომ კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, რომლებიც მაკიაჟს მინიმალური რაოდენობით მოიხმარენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბუნებრივი სილამაზე გაცილებით მომხიბვლელია, ვიდრე „შეღებილი“. მაგრამ მოუვლელი ქალები არ უნდათ. ასე რომ, ისწავლეთ მინიმალურით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა.


* წითელი სამოსი – ეს ისაა, რაც მამაკაცს გაუცნობიერებლად უბიძგებს, უცნობისკენ თავი მიაბრუნოს. წითელი სამოსი ინსტინქტებს ააქტიურებს.


P.S. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქალი სულ სხვა რამის გამო უყვართ და არა მხოლოდ თმის, ხმის ან თუნდაც ფართო თეძოების გამო. ამიტომ პირველი ეფექტის შემდეგ ეცადეთ, თქვენი სხვა ფასეულობები წარმოაჩინოთ.

წყარო: თბილისელები