ის, რისიც მამაკაცებს პანიკურად ეშიანიათ

  • თბილისელები
  • 25 თებერვალი 12:57

თუ მამაკაცი ცდილობს, დაგარწმუნოს, რომ არაფრის ეშინია, იცოდეთ, იტყუება! აღიარება არ უნდათ, თორემ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ზოგიერთი მოვლენის მიმართ პანიკური შიში ახასიათებთ.

გაინტრესებთ რისი ეშინიათ მამაკაცებს?


მაგალითად, ქორწინების. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ უცოლო მამაკაცები ხშირად ფიქრობენ იმაზე, როგორ წავა მათი ცხოვრება, როცა დაქორწინდებიან ან მერე, თუ ცოლთან გაყრა მოუწევთ. ასეთ მამაკაცებს თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა აკლიათ.


მამაკაცებს, ასევე, აშინებთ საზოგადოების აზრი – რას ფიქრობენ მასზე სხვები. ამგვარი შეხედულებები მამაკაცების თვითშეფასებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. გაამხნევეთ, მიეცით მაგალითი, დაეხმარეთ, მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.


მამაკაცებს პატარაობიდან უნერგავენ, რომ ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ზოგჯერ შიში იპყრობთ. ამიტომ უნდა დაეხმაროთ. მამაკაცები ხომ ველური ცხენებივით არიან, რომლებიც ერთ ადგილს არ არიან მიჯაჭვულნი. თუმცა თუ უღელს დაიდგამენ, ცოლის რჩევებსაც გაითვალისწინებენ.


მამაკაცები ყველაფერში სიცხადეს ამჯობინებენ, ამიტომ, როცა რაიმეს გარკვევა გინდათ, პირდაპირ და კონკრეტულად ჰკითხეთ. ქარაგმებით შეაშინებთ, ეცადეთ არ დააფრთხოთ.
რაც ყურადღებას
იქცევს


როცა მამაკაცი შემფასებლური მზერით გიყურებთ, ამან არ უნდა გაგაბრაზოთ. დამნაშავე არ არის. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ქვეცნობიერში ის სწორედ ამ მზერით გაფასებთ, რამდენად გამოადგებით პარტნიორად. ეს ხდება მაშინაც, თუ კაცი ჯერ არც კი ფიქრობს დაქორწინებას.

წყარო: თბილისელები