ქართველმა ჟურნალისტმა საბერძნეთში მყოფ დედას საოცარი სიურპრიზი მოუწყო

  • რეზონანსი
  • 25 თებერვალი 11:59

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დედას, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, სიურპრიზი მოუწყო.

"იმიტომ, რომ დღეს დედას დაბადების დღეა. 14 წელია მარტო ატარებს ამ დღეს და დილას მოულოდნელად დავადექი", - დაწერა ჟურნალისტმა.

"რა მაგარია ამდენი წლის მერე შეხვედრა. ყოჩაღ შენ, ამას ჰქვია სიურპრიზი. დიდხანს გყავდეს ბედნიერი და ჯანმრთელი";

"გილოცავთ! ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება დედასთან ყოფნაა! უფალმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ!", – წერენ კომენტარებში.

 

წყარო: რეზონანსი