რაში დახარჯავს მილიონ დოლარს ლადო აფხაზავამ გამარჯვების შემთხვევაში

  • რეზონანსი
  • 25 თებერვალი 10:47

ჩიბათელმა მასწავლებელმა ლადო აფხაზავას აზრით, მასწავლებლის დაფასება თუნდაც ხელფასის გაზრდით უნდა გამოიხატოს, რადგან რეგიონში მასწავლებლებს უჭირთ.

ამ ყველაფერს მოსწავლეებიც ხედავენ, რომ მათ მასწავლებელს თუნდაც სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვს", - ამბობს ლადო აფხაზავა.


მან ისიც თქვა, თუ რაში აპირებს მილიონი დოლარის დახარჯვას, თუ კონკურსში გიმარჯვებს. „მილიონი დოლარი პატარა თანხა არ არის, მით უფრო ჩემი რეგიონისთვის, გურიისთვის. მე ვაპირებ მაგალითად, ჩემს მუნიციპალიტეტში მოვაწყო სამზარეულო, კაფეტერიები სკოლებში, რასაც ბევრი სკოლა ვერ აკეთებს, რადგან გამდინარე წყალი სჭირდება და ზოგადად ბევრი სტანდარტია... მნიშვნელოვანია სოფელში ბავშვი ეკოლოგიურ წიგნიერებაში იყოს და სასათბურე მეურნეობას შევქმნით, რომ ბავშვმა ისწავლოს ძველი მეთოდით როგოორ დააფესვიანოს დააკალმოს მცენარეები... ასევე სტუდენტებს დავეხმარები, რაიონში ვიცნობ რამდენიმეს, ვისაც სტუდენტობა შეუჩერდა იმის გამო, რომ გადასახადი ვერ გადაიხადა“, - თქვა "იმედის" ეთერში ლადო აფხაზავამ.


ცნობისთვის, 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მოხვდა.


გამარჯვებული 24 მარტს დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე გამოვლინდება.


ლადო აფხაზავასთან ერთად ფინალში არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია.


ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.


“მასწავლებლის გლობალური ჯილდო” 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.


ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

წყარო: რეზონანსი