აღიარებითი ჩვენება - რას ამბობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი

  • რეზონანსი
  • 25 თებერვალი 10:13

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა.

კადრები 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ორი ადამიანის, მამა- შვილის მკვლელობა აღიარა. მამას ორჯერ ესროლა, რისი თვითმხილველიც ბიჭი იყო, რომელმაც ტირილი დაიწყო, რაზეც კობაური გაღიზიანდა და თავზე მიბჯენით მოკლა მცირეწლოვანი ბიჭი. კობაური ჩვენებაში იხსენებს, რის გამო დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ არაფერს ამბობს ლორა სმიტის გაუპატიურების და შემდეგ მკვლელობის შესახებ. პირიქით, მან თავდაპირველად სულ სხვა ვერსია უამბო გამომძიებლებს.


მეუღლისა და  შვილის მკვლელობა ლორა სმიტს არ უნახავს, ის ქმარ-შვილს ჩანჩქერზე არ გაჰყოლია. შესაბამისად ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს.

წყარო: რეზონანსი