გიორგი დანელია მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს

  • pia.ge
  • 25 თებერვალი 09:51

ქართველი და რუსი კინორეჟისორი გიორგი დანელია ხელოვნურ კომაშია შეყვანილი.

 

როგორც რუსულ მედიას რეჟისორის მეუღლემ გალინა იურკოვა-დანელიამ განუცხადა, 88 წლის დანელია რეანიმაციაში ფილტვების ანთებით მოხვდა, მისი მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.


 


გიორგი დანელია თბილისში 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, მან „მოსფილმის“ სარეჟისორო კურსები დაამთავრა, ამის შემდეგ კი „მოსფილზე“ როგორც რეჟისორი მუშაობდა.


 


გიორგი დანელიამ გადაიღო ისეთი უკვდავი ფილმები, როგორებიც არის: „მიმონო“, „არ დაიდარდო“,“გიორგი სააკაძე“, „აფონია“, „კინ ძა-ძა“ და სხვა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge