იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

  • pia.ge
  • 22 თებერვალი 16:03

იაპონიაში, ხოკაიდოს კუნძულზე მაგნიტუდით 5,8 მიწისძვრა მოხდა.

NHK-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.


გარდა ამისა, 74 საცხოვრებელი სახლი წყალმომარაგების გარეშე დარჩა, რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხებულია.


დღეს, ასევე ეკვადორში მაგნიტუდით 7,7 მიწისძვრა მოხდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge