ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2019 წელს ყოფილებს შეურიგდებიან

  • funtime.ge
  • 22 თებერვალი 15:36

ახალ წელს ყველას რაღაც ახლის მოლოდინი აქვს, ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს კი ყოფილთან დაბრუნება ელის!

არავინ იცის, იღბლიანი იქნება თუ არა მეორე შანსი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...


შეიძლება ყველაფერი გამოვიდეს და შეიძლება არც გამოვიდეს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მიმქრალი ცეცხლი კვლავაც აგიზგიზდება.რაც არ უნდა იყოს, ყოფილთან შერიგება მართლაც რომ სერიოზული ნაბიჯია, რომელიც დიდ გამბედაობას მოითხოვს.


არ იდარდოთ, 2019 წელი თქვენი წელი იქნება და ყველაფერი გამოგივათ!


ახლა კი მთავარი - ვისი ბედისწერაა ყოფილთან დაბრუნება:


1. კირჩხიბი


რაკი კირჩხიბი ხართ, თქვენ ისედაც ეძებთ ბალანსსა და სტაბილურობას ურთიერთობაში. თქვენ ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და მგრძნობიარე ნიშანს წარმოადგენთ. თუ ტკივილს გაყენებენ, დიდი დრო გჭირდებათ ჭრილობების მოსაშუშებლად. თქვენ ძალიან მომთმენი და მიმტევებელი ადამიანი ბრძანდებით, და ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომელიმე ყოფილი თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს. ოღონდ ჯერ კარგად დარწმუნდით, რომ ეს მას უნდა.


2. თხის რქა


მზად ხართ, გულის კარი გააღოთ. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოიარეთ, უამრავი დაბრკოლება გადალახეთ. თქვენ ძალიან სერიოზული ადამიანი ხართ, რომელიც მზადაა, ძალ-ღონე არ დაიშუროს იმისთვის, რომ ყველაფერი გამოვიდეს. თქვენ გადაიღალეთ, გადაიწვით და უკვე მზად ხართ, უბრალოდ, გულს მოუსმინოთ. წინააღმდეგი არ ხართ, ყოფილს შეურიგდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ სიტუაციას თქვენ გააკონტროლებთ.


3. თევზები


ემოციებით დაიღალეთ. მოგბეზრდათ ამდენი ტკივილი და ნეგატივი. მზად ხართ, ყოფილთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. თქვენი გახსნილობა და მზადყოფნა ახალი შანსისთვის გარანტიაა იმისა, რომ ყველაფერი გამოვა.


 

წყარო: funtime.ge