პატრიარქი თავის მთავარ სტიქაროსანს დაემშვიდობა – ილია მეორემ ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა

  • რეზონანსი
  • 22 თებერვალი 13:32

22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.

ლევანი წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო.„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.


შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.


მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.


ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.


დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის."- განაცხადა პატრიარქმა.


 

წყარო: რეზონანსი