"ამაღამ გული გამისკდება, დავტოვე პატარა, რომელიც მებღაუჭებოდა“-ქართველი ემიგრანტის წერილი

  • რეზონანსი
  • 21 თებერვალი 21:51

ემიგრანტობის ხვედრი რომ მძიმე ტვირთია უკვე ყველამ იცის.

ქართველ ქალებს ოჯახის დატოვება და სხვა ქვეყანაში მუშაობა ხშირად უწევთ ოჯახის სარჩენად. მათ რიცხვს შეუერთდა კიდევ  ერთი გოგონა საქართველოდან, მაია სიხარულიძე, რომელმაც 7 თვის შვილი დატოვა  2 დღის წინ უცხოეთში სამუშაოდ წავიდა: 


“გოგოებო, მე ის  ემიგრანტი ვარ წუხელ რომ პატარა მივატოვე.  პატარა, რომელსაც დედა უხაროდა ყველაზე მეტად, ძლივს რომ დავაძინე და დაძინებული დავტოვე. ხელს მიჭერდა თითქოს გრძნობდა რომ უნდა წავსულიყავი. მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაპატიეთ გთხოვთ. არაფრად აღარ ვარგივარ.  წუხელ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, დავტოვე პატარა, რომელიც მებღაუჭებოდა და ბოლოს ისე ჩაეძინა. ამაღამ გული გამისკდება“, - წერს მაია სიხარულიძე.

წყარო: რეზონანსი