რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც ამტკიცებს, რომ ის საკუთარმა მამამ გააუპატიურა

  • რეზონანსი
  • 21 თებერვალი 11:39

მამას სექსი ჰქონდა შვილთან - ამას ამტკიცებს გოგო, რომელიც დეტალურად აღწერს მამის მოქმედებას.

უმძიმესია გოგონას ჩვენება, რომელიც "შაბათის კურიერმა" მოიპოვა. გოგონას დედა გაოგნებულია:


"ეს ამბავი რო გავიგე იმ წუთში ხომ არ ვეტყოდი მეუღლეს. შვილმა მითხრა წელს ზემოთ შემეხოო. ეგ მითხრა, რაც მითხრა... არ ვიცოდი სექსუალური კონტაქტი თუ დაამყარა, რომ გაჰყვა შეყვარებულს და მერე რომ ჩამოვიყვანეთ მაშინ დაწერა, რომ გამაუპატიურაო.


ჩემი ქმარი უარყოფდა, არ მიქნიაო, გაბრაზდა კიდეც, არ მოეწონა, რომ ბავშვმა რაღაც მითხრა. მე სოფლის პირობებში ვმუშაობდი, მამა-შვილის ნდობა როგორ არ უნდა იყოს, რომ დამენახა ეს ჩემი ხელით ჩავბარებდი პოლიციას. დაჯერებით დავიჯერე, მაგრამ ძალიან რთული იყო", - ამბობს სიუჟეტში ქალი და დასძენს, რომ მას ქმარი ამ საქციელის გამო შეზიზღდა.

წყარო: რეზონანსი