კაცი, რომელიც შუა ქალაქში ხეზე ცხოვრობს

  • resonancedaily.com
  • 20 თებერვალი 20:45

პენსიონერი მეხანძრე უკვე სამი წელია ხეზე ცხოვრობს. კიეველმა ვლადიმერ გრიცაკმა საცხოვრებლად სტეპან ბანდერას პროსპექტი აირჩია. ხეზე მან "ბინა" ძველმანი ნივთებისგან ააგო და ქოლგით გადახურა.

საწოლი მას ძველი პენოპლასტით და გაზეთებით აქვს გაკეთებული, შხაპის მისაღებად თვეში ერთხელ აბანოში დადის, ხელ-პირს კი კაფეების საპირფარეშოებში იბანს.


პენსიონერი მეხანძრე უსახლკარო არაა. ის აღმოსავლური ფილოსოფიითაა გატაცებული და კომფორტში ყოფნას ხეზე ცხოვრება არჩია, რის გამოც კიევში "ობოლონელი დიოგენეს" სახელით იცნობენ.

წყარო: resonancedaily.com