ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 20 თებერვალი 10:17

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.


აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.


ქ. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 21 თებერვალს კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge