შვილმა მამას შესჩივლა: მამა, დავიღალე ირგვლივ ამდენი პრობლემით. მირჩიე, რა გავაკეთო?

  • funtime.ge
  • 19 თებერვალი 20:50

ქალიშვილისთვის პასუხის გაცემის ნაცვლად, მამამ გაზის ქურაზე სამი პატარა ქვაბი შემოდგა და სამივეში წყალი ჩაასხა...

შემდეგ ერთ ქვაბში სტაფილო ჩააგდო, მეორეში კვერცხი ჩადო, მესამეში ყავა ჩაყარა და სამივე ქვაბს ცეცხლი შეუნთო.


ცოტა ხანში ქვაბებიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, ყავა კი ჭიქაში ჩამოასხა.


- როგორ ფიქრობ, რა შეიცვალა? - ჰკითხა ქალიშვილს.


- კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ყავა კი წყალში გაიხსნა, - უპასუხა შვილმა.


- არა, შვილო, ეს მხოლოდ ზედაპირული შეხედულებაა. აი, დააკვირდი - მაგარი სტაფილო მდუღარე წყალმა დაარბილა და ელასტიკური გახადა; მტვრევადი და თხელი შიგთავსის მქონე კვერცხი მყარი გახდა. გარეგნულად არცერთი არ შეცვლილა. მათ მხოლოდ სტრუქტურა შეეცვალათ ერთსა და იმავე არახელსაყრელ გარემოში - მდუღარე წყალში.
ასე არიან ადამიანებიც - შეიძლება, ძლიერი ტიპი ადვილად მოტყდეს იმ სიტუაციაში, სადაც სუსტი პირიქით - კლდესავით გაძლიერდება.


- და ყავა? - შეახსენა შვილმა.


- ო, ეს ყველაზე საინტერესოა! ყავის მარცვლები მთლიანად გაიხსნა ამ არახელსაყრელ გარემოში და ეს გარემოც შეცვალა - უბრალო მდუღრე წყალი დიდებულ არომატულ სასმელად აქცია.


არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც გარემოს გავლენით არ იცვლებიან, ისინი თავად ცვლიან გარემოს უკეთესობისკენ და ამ პროცესიდან დიდ სარგებელსაც იღებენ - ცხოვრებისეულ გამოცდილებას!

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge