რომელი სამკაული ახდენს ბედ-იღბალზე გავლენას და რისი ჩუქება გეკრძალებათ საყვარელი ადამიანისთვის

  • თბილისელები
  • 17 თებერვალი 15:17

მინერალური ქვები უნიკალური შესაძლებლობებით, გავლენას ახდენს ჩვენს ბედ-იღბალზე. 

როგორც მინერალოლოგ-ეზოთერიკი, ბატონი მალხაზი ამბობს, მრავალწლიანი გამოცდილება ანახვებს, რომ ქვას შეუძლია ძლიერი ეფექტის მოხდენა, ხოლო, მისი სწორად გამოყენება აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.


მალხაზი: სანამ ახალშეძენილი ქვის სამკაულს გაიკეთებთ, მანამდე, აუცილებელია მისი ენერგო-ინფორმაციული გაწმენდა წყლისა და მარილის საშუალებით. ასევე, აუცილებელია, იმ ქვების გაწმენდაც, რომელსაც ატარებთ ან გაჩუქეს. შეიძლება, ქვას წინა პატრონის ენერგო-ინფორმაციული პროგრამა გამოჰყვა, ან უბრალოდ, თქვენი ქვა დაიმუხტა თქვენივე ავადმოყოფობით ან უსიამოვნო მოვლენებით, რაც ირგვლივ ხდებოდა.
– როგორ ხდება ქვიდან ავადმყოფობის, ცუდი ინფორმაციისა თუ უბრალოდ, განწყობის „ჩამორეცხვა“?
– „ჩამორეცხვის,“ ანუ გაწმენდის უამრავი მარტივი საშუალება არსებობს. ერთ-ერთია, წყლითა და მარილით. 1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ჭიქა ცივ წყალში. ჩაუშვით ქვები მასში ისე, რომ წყალი ფარავადეს და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაღვარეთ მარილიანი წყალი და ქვები გარეცხეთ გამდინარე წყალში. თუ გინდათ, რომ გააქტიუროთ ქვაში მთვარის ენერგია, მაშინ სავსემთვარეობას რამდენიმე საათით დადეთ ისეთ ადგილას, სადაც მთვარის შუქი ეცემა. სამკაული, რომელსაც ადამიანი ატარებს, აუცილებელია იმ ენერგიით დაიმუხტოს, რასაც თავად პატრონი ფლობს და არ შეიძლება, მისი სხვის სხეულზე შეხება. თუ ატარებთ სამკაულებს ყოველდღიურად, სასურველია მოხსნის შემდეგ, წყლიან ჭურჭელში ჩადოთ ცოტა ხნით, რათა ცუდი ენერგეტიკა, რაც თქვენი ორგანიზმიდან აიღო მან, წყალს გადასცეს და გასუფთავდეს. გაითვალისწინეთ, თუ ვინმე გთხოვთ, მოიხსნათ ქვისგან დამზადებული სამკაული, რათა თავად მოისინჯოს, აუცილებელია, სამკაული ხელიდან ხელში არ გადასცეთ. დადეთ მაგიდაზე და ისე აიღოს. ასევე, მოიქეცით, როცა უკან დაგიბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, სხვა ადამიანის ნეგატიური ენერგეტიკა თქვენზე გადმოვიდეს.
– მართლია, რომ კონკრეტული ქვის სამკაულებს შეუძლია, ადამიანის ბედზე, იღბალზე, კარიერაზე, სასიყვარულო კონტაქტებზე მოახდინოს გავლენა? ამ მხრივ, რომელ ქვას აქვს განსაკუთრებით მაგიური თვისებები?
– მაგალითად, „ვეფხვის თვალისგან“ დამზადებული სამკაულების ტარება, ეფექტურად ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას, აძლიერებს კონცენტრაციას, ადამიანს ეხმარება ცვლილებების დროს, იცავს უსაფუძვლო ეჭვიანობისგან. ის იცავს ავი თვალისგან და სწორედ ამიტომ ინდოეთში, დედები შვილის ტანსაცმელში აკერებენ ვეფხვის თვალს. ეს ქვა დაკავშირებულია მიწის ენერგიასთან, სიცოცხლის მომცემი და დამცავი ძალებით. ვეფხვის თვალი ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში ზომაზე მეტი საკვების მიღებისას. ბევრი მკურნალი ურჩევს პაციენტს, დაავადებათა პრევენციის მიზნით, ეს ქვა ატარონ. ვეფხვის ქვა ეხმარება ჰიპერტონულ პაციენტებს წნევის დაბალანსებაში, კარგია უძილობისას, ამცირებს ბრონქიალური ასთმის სიმწვავეს. მაგიური თვისებებით ვეფხვის თვალი ცნობილი იყო ძველთაგანვე და მზის ქვად მიიჩნეოდა. იყენებდნენ ბოროტი სულების, ჯადოსა და ავი თვალის თავდასაცავად. მეომრებს ეკეთათ ეს ქვა და სჯეროდათ, რომ ის მათ დაჭრისა და სიკვდილისაგან იცავდა. ეს თილისმა აუცილებელია მათთვის, ვისი საქმიანობა ან ჰობი დაკავშირებულია ტრავმებთან და რისკთან. რაც შეეხება სიყვარულს და ბედ-იღბალს, ამ მხრივ მაგიური თვისებებით გამოირჩევა ვარდისფერო კვარცი. ამიტომ, თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, ატარეთ ვარდისფერი კვარცის სამკაულები. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას უფრო გაამყარებს, ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებთ, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ ან თქვენს საცხოვრებელში დიდი რაოდენობის ელექტროგაყვანილობა და ტექნიკაა, ვარდისფერი კვარცი დაგეხმარებათ, გაწმინდოთ აურა და ცხოვრებაში სიმშვიდე დაიბრუნოთ. უმჯობესია, ვარდისფერი კვარცი გულსაკიდის სახით ატაროთ, რადგან გულის ჩაკრის ქვაა. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასაც განაპირობებს. ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, ამშვიდებს და აწყნარებს მათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ შვილს ჯიბეში ვარდისფერ კვარცს ჩაუდებთ.

წყარო: თბილისელები