რას გვითვლის გარდაცვლილის სული მტრედის სახით, როცა ფანჯარაზე გვიკაკუნებს

  • თბილისელები
  • 17 თებერვალი 15:10

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან უტოვებდნენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელს ვიწრო ხვრელს, შიდა ფართის გასანათებლად და თვალთვალისთვის.

დროთა განმავლობაში, სახლის ამ ელემენტმა, ანუ ფანჯარამ, სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და ადამიანის ცნობიერებაში გასასვლელს ან რაღაცის საწყისს დაუკავშირდა – იქცა სიმბოლოდ დაბადებისა და სიკვდილისა, როგორც უკანასკნელი შანსი და იმედი. იქიდან მოყოლებული ხალხი მას ბევრ მინიშნებასა და ცრურწმენას უკავშირებდა და ყველაზე სუსტ წერტილად მიაჩნდა სახლში, საიდანაც ადვილად შეეძლოთ ბოროტ ძალებს შეღწევა. ამისგან თავდასაცავად კი, ჩვენი წინაპრები უამრავ სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ, ან სულაც, თივით ამოტენიდნენ ხოლმე ფანჯარას. თუ რა საშუალებებია ეს, რისგან უნდა დავიცვათ თავი, ან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ფანჯრიდან, ამაში ქალბატონი თამარი გაგვარკვევს, გამოცდილი პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი.

– ფანჯარა ეს უბრალოდ, კარია გასაღების გარეშე, თუ...
– ძველად ფანჯრის მაგივრობას სწევდა კედლის ნაპრალი, საიდანაც უბერავდა სუფთა ჰაერი, ნიავდებოდა კვამლი, ზუზუნებდა ქარი... გარეთ კი, გაჩაღებული კერიის ნათება გაჰქონდა და ერთგვარი „ქარის თვალები” იყო სახლისთვის. მასაც, როგორც კარს, ფარული შიშით შეჰყურებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მაგიურ ძალას ფლობდა და ყველანაირად ცდილობდნენ, დაეცვათ.
– რით იცავდნენ, ანუ რისი გათვალისწინება მოგვიწევს ჩვენც?
– აუცილებელია თეთრი ფარდები, რომელიც ფანჯარას იცავს როგორც მზისგან, ისე უარყოფითი ზემოქმედებისგან. რაფაზე აწყობენ ზღვის კენჭებსა და ნიჟარებს, შუშის ნამსხვრევებს, შეიძლება, დიდი წითელი პომიდორიც. ფანჯრის წინ კი, კიდებენ მწვანე სფეროს, ბოროტი ძალების გასარეკად. როცა ფანჯარას წმენდთ ნიშადურის სპირტით ან ძმრით, ამით მას მხოლოდ კი არ ასუფთავებთ, არამედ ქარს ეპატიჟებით შინ, რომ სახლი დალოცოს. განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს ვიტრაჟებიან ფანჯარას. მისთვის შერჩეული სხვადასხვა ფერის მინა გამწმენდ ვიბრაციას გამოსცემს, რითაც ბოროტ ძალებს აფრთხობს. ჩუქურთმები კი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ და როცა მზე ფერადი ვიტრაჟის მიღმა სხვადასხვაფრად გაანათებს ოთახს, იატაკს კი საოცარ ნაქარგად მოეფინება, ამ მაგიას უწმინდური ვერაფერს დააკლებს. ასეთივე ეფექტი აქვს წახნაგოვან კრისტალსაც, რომელიც ფანჯარაზე ისე უნდა იდოს, მზის სხივი მასში ათას პატარა ცისარტყელად აირეკლოს. სახლს იცავს, ასევე, მრგვალი, ანუ, როგორც უწოდებენ, „მთვარის ფანჯრები”, ხოლო, თუ ახალ სახლში გადადიხართ, შეეცადეთ, შეასრულოთ შემდეგი რიტუალი (ეს ეფექტურია ასევე, როცა უცხო ოთახში პირველად იძინებთ): დაწოლამდე, დაითვალეთ, რამდენ ნაწილადაა ფანჯარა დაყოფილი. შემდეგ სურვილი ჩაიფიქრეთ და ჩაიწერეთ... მაგრამ, თუ იღბალმა მაინც ზურგი შეგაქციათ, მოაბნიეთ რაფაზე მარილი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ სხვა ხერხს ბედის შემოსაბრუნებლად. ასევე, ცუდია ფანჯრის ქვეშ უსაქმოდ დგომა – სიღატაკის ნიშანია. მიცვალებულის სახლში ყველა ფანჯარასა და კარს აღებენ, რომ სულმა დაუბრკოლებლად შეძლოს შენობის დატოვება. თუ ფანჯარა ქარმა გააღო – ეს გაფრთხილებაა სახლის პატრონისთვის, რომ ახალ ამბავს შეიტყობს.


წყარო: თბილისელები